ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ე ლ ი

სვეტიცხოველი – საპატრიარქო ტაძარი,
ქართული ქრისტიანული სარწმუნოებრივი
ცენტრი, ერის სულიერი ერთობის სიმბოლოა.
მატიანეს ცნობით, მცხეთელი ებრაელი ელიოზი
დაესწრო ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში და
რომაელ ჯარისკაცთაგან შეძენილი ქრისტეს
კვართით დაბრუნდა მცხეთაში, ქალაქის
კარიბჭესთან მას მიეგება ქრისტიანი და სიდონია,
რომელმაც მაცხოვრის კვართი გულში ჩაიკრა და
გარდაიცვალა. ვინაიდან ვერ შეძლეს კვართის მისი
ხელებიდან აღება, იგი კვართთან ერთად დაკრძალეს სამეფო ბაღში ახ. წ. 30 წელს. მის საფლავზე მეფე მირიანმა ააგო ხის ეკლესია, ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა სასწაული, სიდონიას საფლავზე ამოსული ლიბანის ნაძვი ხუროებმა ვერ მოჭრეს მანამ, სანამ წმინდა ნინომ ლოცვაში არ გაატარა მთელი ღამე, მას შემდეგ სვეტი სინათლის სახით ჩამოვიდა და დაემყარა თავის ბაზისს. სვეტს მირონი სდიოდა და დავრდომილებს კურნავდა. ამიტომ მას, როგორც სიცოცხლის მომნიჭებელს, `სვეტი ცხოველი~ უწოდეს.
V ს-ში მეფე ვახტანგ გორგასალმა ქვის სამნავიანი ბაზილიკა ააგო, XI ს-ის დასაწყისში ქართლის კათალიკოსის მელქისედეკ I-ის ინიციატივით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ახალი ტაძარი ვახტანგ გორგასალის აშენებულ ტაძარზე დააშენა. ტაძარის საკურთხეველში დაბრძანებულია ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ანუ მოსასხამი. ტაძარში დაკრძალულნი არიან ქართველი მეფეები: ვახტანგ გორგასალი, ბაკური, დავით VI, გიორგი VIII, ლუარსაბ I, ერეკლე II, მარიამ დედოფალი, ანა, მელქისედეკ I და სხვა.