შ ი ო მ ღ ვ ი მ ე

შიო-მღვიმის მონასტერი მდებარეობს მცხეთის დასავლეთით, იგი დაუარსებია VI საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მოსულ ერთ-ერთ სირიელ მამათაგანს – შიოს, რომელიც შერაცხულია წმინდანად. წმ. შიო იყო საქართველოში სამონასტრო მშენებლობის ფუძემდებელი. შიო მღვიმელმა ამოარჩია უკაცრიელი ადგილი მონასტრის დასაარსებლად. დროთა განმავლობაში შიომღვიმე მძლავრ სამონასტრო ცენტრად იქცა. კომპლექსში შედის მღვიმე, სადაც იყო წმინდანის პირველი სამყოფელი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო. კომპლექსში ასევე მდებარეობს წმ. შიო მღვიმელის საფლავი.