მცხეთელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს 3 - 5 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში ჩატარდა ქალაქ თბილისის ღია პირველობა ნიჩბოსნობაში, აკადემიურ, საბაიდარო და კანოეს სახეობებში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, თბილისისა და მცხეთის ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფს _ პატარებსა და დიდებს შორის. ასპარეზობის დისტანციას აკადემიურ ნიჩბოსნობაში 2000 მეტრი წარმოადგენდა, კანოესა და ბაიდარებში _ 200 და 500 მეტრი, ერთიან და ორმოსასმელიან ნავებში. გუნდური პირველი ადგილი ორივე სახეობაში მცხეთელმა სპორტსმენებმა დაიკავეს. აკადემიურ ნიჩბოსნობაში პირველები იყვნენ მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის მოსწავლეები: ლაშა და გიორგი მოთიაშვილები; მიხეილ ელოშვილი, გიორგი ბაღათურია, გიორგი თოფურია და სოსო ბაიაშვილი. მეორე ადგილზე გავიდნენ: თემურ ბაიაშვილი, გიორგი მუხათგვერდელი და თენგიზ ნაზღაიძე. თორნიკე ლეჟავა და აჩიკო ბაღათურია. კანოესა და ბაიდარებით ასპარეზობისას, ფინიშთან პირველები მივიდნენ მცხეთელი სპორტსმენები: ვასილ პესტოვი, ზაზა და ვარლამ ნადირაძეები; შალვა ხიზანიშვილი და შოთა არეშიძე; გიორგი ზაქაიძე და სპარტაკ ბეკურაშვილი. მეორე ადგილზე: სტასიკ პესტოვი, ირაკლი ელოშვილი, თემურ ნათელაშვილი და ბროიანი; გიორგი გამყრელიძე და დავით გირდა. მესამე ადგილი დაიკავეს ნიკოლოზ პესტოვმა, გიორგი მარტოლეკმა, ლუკა ბენგლიანმა, გუგა არეშიძემ, ბექა ბეკურაშვილმა და გიორგი ფურელიანმა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს _ მედლები და დიპლომები. გუნდები მოამზადეს მწვრთნელებმა: დიმიტრი ლოლუამ, ნიკოლოზ გირდამ, ანატოლი ოლეინიკმა, იასონ ბუჯიაშვილმა, ზაქრო ხიზანიშვილმა, ლაშა ხამხაძემ და ვიტალი როსტიაშვილმა. |