ა ნ ტ ი ო ქ ი ა

 

ანტიოქია მდებარეობს ქ. მცხეთაში, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი ქართველთა
ნათლისღების ადგილია, მეფე მირიანის თხოვნით ერის ნათლისღების წესის შესასრულებლად კონსტანტინე დიდმა იოანე ეპისკოპოსი გამოაგზავნა
საქართველოში, რომელიც 325 წელს ანტიოქიის პატრიარქად იქნა არჩეული, სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ამ ტაძრის სახელწოდება. ქართლის ცხოვრება მცხეთის სტეფანწმინდის (ანტიოქიის) აღმაშენებლად ქართველ მოწამე მეფეს არჩილს მიიჩნევს. ტაძრის პირველი სახელწოდებაა სტეფანწმინდა.